ალან შირერი: ინგლისი მუნდიალზე წარმატებით ვერ იასპარეზებს

AutoSharing Option
ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილ თავდამსხმელ ალან შირერს მიაჩნია, რომ "სამი ლომი" მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლებისთვის ვერ იბრძოლებს:

"არა მგონია, მუნდიალზე რამეს მივაღწიოთ. რამდენიმე კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე. თანაც, მათ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არა აქვთ. შესაძლოა, სასტარტოში ჰარი კეინი და დელე ალი მოხვდნენ. ისე, ალიმ კიდევ უფრო უნდა მოუმატოს.

მრავალი წლის მანძილზე წარმატებისთვის არ მიგვიღწევია და ეს მოთამაშეებზე გარკვეულ ზეწოლას ახდენს. ბოლოს მუნდიალი 1966 წელს მოვიგეთ, მას შემდეგ კი ძალიან დიდი ხანი გავიდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული