იურგენ კლოპი: ვერ ვიტყვი, რომ თამაში მომეწონა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-15 ტურში სტუმრად "ბრაიტონთან" მოგებულ მატჩზე "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ვერ ვიტყვი, რომ მთელი შეხვედრა მომეწონა. დასაწყისში მეტოქის სტილისთვის ალღოს აღება მოგვიწია. პირველ ტაიმში ორი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. სასიამოვნო სანახავი იყო. რამოდენიმე კვირის წინ მსაჯობის მხრივ გაგვიმართლა და დღეს ეს უკან დაგვიბრუნდა "ბრაიტონის" მიერ პენალტით გატანილი გოლით. ამან თამაში უფრო მიმზიდველი გახადა.

ჩვენმა სასტარტო შემადგენლობამ ყველა გააკვირვა. ჯერ კიდევ გუშინ არ ვიცოდით, როგორი ტაქტიკით ვიასპარეზებდით. ფეხბურთელებს შევაქებ. მათ მოახერხეს ადაპტირება. ჩვენ სხვადასხვა სათამაშო სტილთან უნდა შევძლოთ
ადაპტირება".
ასევე დაგაინტერესებთ