მატჩის შემდეგ გავრცელდა ძალიან სამწუხარო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ესპანელ ფეხბურთელს კიბო აქვს.
დღეს კი ესპანურმა გამოცემა Superdeport-მა დაწერა, რომ სილვა ვალენსიაში იმყოფება და ამის მიზეზი მისი ოჯახური პრობლემებია.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება "სიტის" მხრიდან არ ისურვეს და ისინი დუმილს არჩევენ.
როდის დაუბრუნდება 31 წლის ნახევარმცველი მანჩესტერულ კლუბს, ჯერჯერობით უცნობია.