"შენ არ ხარ მარტო", - ემანუელ ებუეს გულშემატკივრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და სტამბულის "გალათასარაის" ყოფილი მცველი ემანუელ ებუე ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში რომ არის, ამაზე გუშინ უკვე ვწერდით.

კოტდივუარელი ამბობდა, რომ მან მთელი თავისი ფული ცოლს და შვილებს მისცა, ახლა კი გაკოტრებულია, იატაკზე სძინავს და სარეცხს ხელით რეცხავს.

მისი თქმით, მას აღარ აქვს ძველი მობილური, სადაც ძველი თანაგუნდელების და არსენ ვენგერის ნომერი ეწერა. მისი სურვილია, "არსენალის" რომელიმე ასაკობრივ კლუბში მწვრთნელად დასაქმდეს.

დღეს დილიდან კი, სოციალურ ქსელებში, როგორც ინგლისიდან, ისე თურქეთიდან, ებუეს მხარდამჭერი არაერთი პოსტი
დაიწერა.

მისი ყოფილი გუნდის, "გალათასარაის ფანებმა" ჰაშთაგით" ასეთი დახმარების მესიჯი გაავრცელეს "თვითერზე":

"ებუე, შენ არ ხარ მარტო".

ხოლო "არსენალის" გულშემატკივრები გუნდს მოუწოდებენ, რომ ებუეს სამსახური მისცენ და ბავშვთა გუნდის მწვრთნელად დაასაქმონ.

მომზადებულია mirror-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული