სტუდენტის, პაულინა სობიერაჟსკას თქმით, სანჩესი მას სექსის სანაცვლოდ, ფულს სთავაზობდა.
"წვეულებაზე ვიმყოფებოდი. სანჩესი ჩემთან მოვიდა და მკითხა: რამდენია საჭირო, რომ სიყვარულით დავკავდეთ? მე მას გავეხუმრე და ვუთხარი, რომ ამისთვის 10 000 ფუნტი უნდა გადაეხადა.
მან მითხრა, რომ მის სახლში ყოველ მისვლაში 500 ფუნტს გადამიხდიდა და ამას არც ვინანებდი, მაგრამ შემდეგ ფასი 800 ევრომდე გაზარდა, რადგან მეუბნებოდა, რომ ძალიან მოვწონდი.
მე მის სახლში ოთხჯერ ვიმყოფებოდი. იგი ჩემ თვალწინ სტრიპტიზს ცეკვავდა და ჩემთან
სანჩესი ძალიან ბევრს მკოცნიდა და ჩემთან ერთად ძალიან ბედნიერი იყო. თავიდან არც ვიცოდი, თუ რა ცნობილი იყო. ის ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ფულით ვეყიდე.
ბოლოს აღმოვაჩინე, რომ მას სხვა მეგობარი გოგონაც ჰყოლია. მე მასთან ურთიერთობის სურვილი აღარ მაქვს და ვფიქრობ, ამ ამბის გაგების შემდეგ ის გოგონაც ასე მოიქცევა", - აღნიშნა პაულინა სობიერაჟსკამ.
მეიტა როდრიგესი - ალექსის სანჩესის მეგობარი გოგონა
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალექსის სანჩესი სკანდალში ეხვევა. ადრე ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი ალექსის სანჩესი მეგობარმა გოგონამ მიატოვა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ სანჩესმა მეგობარ გოგონასთან სექსის გადაღება კამერით მოინდომა.
ვალენტინა როტმა ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე Daily Star-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელი იმის გამო მიატოვა, რომ მან ინტიმური ვიდეოს გადაღება სცადა.