"მანჩესტერ სიტის" დამმარცხებელ "ლივერპულს" აუტსაიდერმა "სუონსიმ" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 24-ე ტურის უკანასკნელ მატჩში სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფმა "სუონსიმ" "ლივერპულს" სძლია 1:0, რომელმაც ლიდერი "მანჩესტერი" დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ "წითლებს" შუა კვირაში არ უთამაშიათ, გადაღლილები ჩანდნენ და უხეიროდ გაისარჯნენ. მართალია, ინიციატივას ფლობდნენ, მაგრამ მომენტებს ხშირად ვერ ქმნიდნენ. მხოლოდ სალაჰს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა და ბურთი მიზანს ააცილა. უელსური გუნდი კი წინ აწევას არ ცდილობდა, იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდა და ერთ-ერთი ასეთისას მოუსონმა მე-40 წუთზე გოლი გაიტანა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მანემ გაუშვა ხელიდან ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა.

მეორე ტაიმში თამაშის
სურათი არ შეცვლილა, სტუმრები საჯარიმოში შეღწევას ვერ ახერხებდნენ და შორიდან ჩაწოდებებითა და დარტყმებით ცდილობდნენ ფაბიანსკის კარის დალაშქვრას. მაინც შეეძლოთ იურგენ კლოპის შეგირდებს ქულის გადარჩენა, როდესაც ფირმინომ თავურით ბურთი ძელს გაარტყა.

ნამატჩევს "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ვერ ივარგეს, გაღიზიანებული და გაბრაზებულია, მატჩი პირველივე ტაიმში წააგეს და საჭირო დასკვნების გამოტანაა საჭირო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული