იურგენ კლოპი: ის სულ მიყვიროდა, ერთხელ ვერ მოვითმინე და...

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "სუონსისთან" წაგების შემდეგ მასპინძელი გუნდის ფანთან კონფლიქტზე ისაუბრა.

"ის სულ მიყვიროდა და ერთხელ ამაზე პასუხი გავეცი, მაპატიეთ. გამახსენდა, რომ ჯერ ადამიანი ვარ და არა პროფესიონალი მწვრთნელი, რომელსაც ფანებს შეუძლიათ ყველაფერი უთხრან. რაღაც მომენტში გავიფიქრე: "საკმარისია!".

დიქტოფონი არ მქონდა, როგორც თქვენ (ჟურნალისტებს). ამიტომ ვერ ჩავიწერე და ვერავინ გაიგებს, რას მიყვიროდა ის. ამიტომ პრობლემა არ არის.

ფანი კარგად იყო, მას ამისთვის არაფერს მოსთხოვენ. ის კარგ მდგომარეობაშია. დარწმუნებული ვარ, პირველი მწვრთნელი არ ვარ, რომელსაც მსგავსი რამ გადახდა თავს,
მაგრამ ეს ჩემი ბრალიც არის, ამაზე რეაქცია არ უნდა მქონოდა, თუმცა ცუდი არაფერი მითქვამს, მხოლოდ ვაჩვენე, რომ არ მომწონს, რასაც მიყვირის", - თქვა კლოპმა.


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული