გვარდიოლამ მე-500 სამწვრთნელო მატჩში გუნდი ინგლისის ლიგის თასის ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ლიგის თასზე სენსაცია მოახდინა ჩემპიონლიგის "ბრისტოლმა", რომელმაც "მანჩესტერი" გამოთიშა გათამაშებას და სტუმრად "მანჩესტერ სიტისთან" პირველ ნახევარფინალურ მატჩში მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დამარცხდა 1:2 სერხიო აგუეროს გოლით. მთელი ქალაქი განმეორებით შეხვედრაში სენსაციის მოლოდინში იყო, მაგრამ მიუხედავად გმირული თავდადებისა, მასპინძლებმა ვერ უწიეს მიზანს.

შესვენების წინ და შესვენების შემდეგ სანემ და აგუერომ დალაშქრეს სტილის კარი. თუმცა მაინც არ გატყდა ჯონსონის ამაყი გუნდი, ჯერ პაკმა, ხოლო 90+4-ე წუთზე ფლინტმა გაიტანეს გოლები და ანგარიში გათანაბრდა. მასპინძლებს გამარჯვების იმედი გაუჩნდათ (არადა, საბოლოო ჯამში 3:2-ზე
მოგების შემთხვევაშიც მარცხდებოდნენ), მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ დე ბრიუნემ მესამე გოლი გაიტანა და პეპ გვარდიოლას გუნდი ფინალში გავიდა.

ეს მწვრთნელის რანგში კატალონიელის მე-500 თამაში გახლდათ. ამ 500-დან "ბარსელონაში", "ბაიერნსა" და "მანჩესტერ სიტიში" მისმა გუნდებმა 368 მოიგეს, 78 წააგეს და 54 ფრედ დაასრულეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული