იოზილმა "არსენალთან" კონტრაქტი ობამეიანგის ტრანსფერის შემდეგ გააგრძელა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა "არსენალთან" ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა და გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. მისი ყოველკვირეული ხელფასი 350 ათასი ფუნტია.

"ბილდის" ცნობით, ეს მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც "მეთოფეებმა" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი შეიძინეს.

ESPN-ი იტყობინება, რომ მესუთმა "მანჩესტერში", პსჟ-ში და ერთ ჩინურ გუნდში გადასვლა არ ისურვა, რომელიც წლიურ გასამრჯელოდ 25 მილიონ ევროს სთავაზობდა.

იოზილი "არსენალმა" 2013 წელს "რეალისგან" 47 მილიონ ევროდ იყიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული