კურტუას მინიშნება - ჩემი გული მადრიდს ეკუთვნის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსისა" და ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუამ მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მის სახელს მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.

"ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე, მთელი გულით ყოველთვის მადრიდში ვიმყოფები. მეუღლე და ჩემი ორი შვილი მადრიდში ცხოვრობენ. ჩემს გოგონას  ყოველდღე ვესაუბრები და ის მეკითხება - "მამა, როდის დაბრუნდები მადრიდში? მე ძალიან მენატრები". დავბრუნდები თუ არა როდისმე ფეხბურთის სათამაშოდ მადრიდში? - მე ვცდილობ, ყოველთვის ესპანეთში ვიყო, როცა მცალია.

"რეალს" თუ ჩემი დამატების სურვილი ექნება, "ჩელსის" უნდა დაუკავშირდეს და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. მე მიყვარს
ესპანეთი, მიყვარს მადრიდი, მე ხომ იქ შესანიშნავი წლები გავატარე", - აღნიშნა კურტუამ.
ასევე დაგაინტერესებთ