"არსენალის" შეხვედრა შესაძლოა დიდთოვლობისა და ყინვის გამო გადაიდოს

AutoSharing Option
15 თებერვალს შვედეთში "ოოსტრესუნდი" და ლონდონის "არსენალი" ევროპის ლიგის 1/16-ფინალში ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ, თუმცა შესაძლოა, ეს მატჩი არც შედგეს. საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ ქალაქში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. 15 იანვარს კი -9 გრადუსი და თოვლია ნავარაუდები, რაც თამაშს შეუძლებელს გახდის.

9 თებერვალს შვედეთის თასზე "ოოსტრესუნდი" "ტრელებორგს" უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს მატჩი უკვე გადაიდო.

"როდესაც აქ ჩამოვედი, პირველი 6 თვე ძალიან გამიჭირდა. იანვრის თვე იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, ტემპერატურა -25 გრადუსამდე ვარდებოდა. ამ ქალაქში ზამთარი ძალიან მკაცრია. ეს ყველაფერი ვარჯიშშიც ხელს
გვიშლის და იმ შედეგის მიღწევაშიც, რომელიც ფანებს სურთ", აღნიშნავს გუნდის ინგლისელი მწვრთნელი გრაჰამ პოტერი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული