კლოდ პიუელი: რიად მარეზი ახლა უფრო უკეთ თამაშობს

AutoSharing Option
"ლესტერის" მენეჯერმა კლოდ პიუელმა Sky Sports-ს განუცხადა, რომ ნახევარმცველმა რიად მარეზმა, რომელიც "მანჩესტერ სიტის" არ მიყიდეს და ამის გამო 10 დღე არ გამოცხადებულა გუნდში, ჩინებულ ფორმაშია და სჯობს წარსულზე აღარ ილაპარაკონ:

"ვთვლი, რომ ახლა მარეზი იმაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე ამ ისტორიამდე. სიამოვნებით ვარჯიშობს. მასთან არანაირი პრობლემა არა მაქვს.

წარსულზე საუბარს ბოლო უნდა მოეღოს. გუნდში დაბრუნდა და "ქალაქელებთან" მატჩში მონაწილეობა მიიღო. ახლა მომავალზე ფიქრია საჭირო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული