ტაქსის გატაცებისთვის ჯონ ევანსს კაპიტნობა ჩამოართვეს

AutoSharing Option
როგორც უკვე გაუწყეთ, "ვესტ ბრომვიჩმა" მინი-შეკრება მოაწყო ბარსელონაში, ფეხბურთელებმა მაკდონალდსში "ისადილეს", შემდეგ კი ტაქსი მოიპარეს, სასტუმროში დაბრუნდნენ, ავტომობილი იქვე დატოვეს და პოლიციამ დააპატიმრა.

როგორც გაირკვა ჯონ ევანსი, ჯეიკ ლივერმორი, ბოაზ მაიჰილი და გარეთ ბერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. კლუბმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, ევანსი კი გუნდის კაპიტანი აღარაა.

ამის შემდეგ, პრემიერლიგის 27-ე ტურში "ვესტ ბრომვიჩი" ლონდონში "ჩელსისთან" დამარცხდა 0:3. ევანსმა 90 წუთი ითამაშა, ბერიმ 80, მაიჰილი ტრადიციულად სათადარიგო იყო, ხოლო ლივერმორი ტრავმის გამო განაცხადში ვერ მოხვდა. ევანსის ნაცვლად გუნდისთავი გარეთ მაკოლი
გახლდათ.