L'Equipe: შესაძლოა, პოლ პოგბა "იუვენტუსში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
ფრანგული L'Equipe-ი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა შესაძლოა, ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდეს.

24 წლის შუახაზელს "წითელი ეშმაკების" დამრიგებელთან, ჟოზე მოურინიოსთან კარგი ურთიერთობა არ აქვს და ამიტომაც კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

ტრანსფერის სავარაუდო თანხად 60 მილიონი ევრო სახელდება. მთავარი ფაქტორი კი, რამაც შესაძლოა ეს გარიგება შეაფერხოს, პოგბას ხელფასია. მას სეზონში 12 მილიონი ევროს მიღება სურს, "იუვენტუსს" კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ორი მოთამაშე - გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა ჰყავს, რომლებიც სეზონურად 7,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული