24 წლის შუახაზელს "წითელი ეშმაკების" დამრიგებელთან, ჟოზე მოურინიოსთან კარგი ურთიერთობა არ აქვს და ამიტომაც კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
ტრანსფერის სავარაუდო თანხად 60 მილიონი ევრო სახელდება. მთავარი ფაქტორი კი, რამაც შესაძლოა ეს გარიგება შეაფერხოს, პოგბას ხელფასია. მას სეზონში 12 მილიონი ევროს მიღება სურს, "იუვენტუსს" კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ორი მოთამაშე - გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა ჰყავს, რომლებიც სეზონურად 7,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.