რონალდინიო: ჰარი კეინი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიომ ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელის განცხადებით, ინგლისელი ფორვარდი ყველა გუნდისთვის სასურველი მოთამაშეა.

"ჰარი კეინი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. იგი მიმდინარე სეზონში უფრო მაღალ დონეზე ავიდა. მისი შეძენა არაერთ გრანდს სურს და ვფიქრობ, კეინი ყველა გუნდს მოერგებოდა.

არსებობს 4-5 კლუბი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჰარის ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს იხმარს", - აღნიშნა რონალდინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული