ლეგენდარული იაპ სტამი "რედინგიდან" გაათავისუფლეს

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ "რედინგის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი იაპ სტამი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა. "რედინგმა" ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულითაა მოშორებული.

სტამმა ინგლისური კლუბი 2016 წელს ჩაიბარა და გასულ სეზონში პრემიერლიგაში გადასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა პლე-ოფის ფინალურ შეხვედრაში, "ჰადერსფილდთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული