კუკის ინგლისის ნაკრებში დებიუტმა მის ბაბუას ტოტალიზატორში 17 ათასი მოაგებინა

AutoSharing Option
იტალიასთან ამხანაგურ მატჩში ინგლისის ნაკრებში "ბორნმუთის" ნახევარმცველის, ლუის კუკის დებიუტი შედგა.

ამ ამბავმა მისი ბაბუა ტრევორ ბერლინგემი ორმაგად გაახარა, რადგან შვილიშვილის "სამ ლომში" თამაში ისედაც საამაყოა და თანაც, ფული მოიგო.

სახელდობრ: 2014 წელს, როდესაც ლუისი ჯერ კიდევ "ლიდსში" ასპარეზობდა, ტრევორმა ფსონი დადო (500 ფუნტი), რომ კუკი სანამ 26 წლის გახდებოდა, ეროვნულ გუნდში ითამაშებდა და 17 ათასი მოიგო.

ამ სეზონში 21 წლის ლუისმა ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ინგლისის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში კი 43 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული