გაბრაზებული ხოსეპ გვარდიოლა ზაფხულში 600 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას სამიზნეში რამდენიმე ვარსკვლავი ჰყავს ამოღებული და ზაფხულში 600 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს.

პეპს ისეთი ნახევარმცველის დამატება სურს, რომელიც დაცვით ფუნქციებსაც შეასრულებს. ასეთებად კი მას ჯულიან ვაიგლი, ფრედი, ჟორჟინიო და ჟან მიშელ-სერი ესახება.

"ქალაქელები" ასევე მზად არიან, 90 მილიონი ფუნტი გადაიხადონ "მონაკოს" ფეხბურთელის, ტომას ლემარის სანაცვლოდ.

საინტერესოა, რომ ესპანელი სპეციალისტის გეგმებში ედენ აზარის დამატებაც შედის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ჩელსიმ" ბელგიელი მთავარ კონკურენტს დაუთმოს.

აქვე გეტყვით, რომ "სიტი" ზაფხულში რიად მაჰრეზის ტრანსფერს
კვლავ მიუბრუნდება, ხოლო ლონდონის "ტოტენჰემიდან" ტობი ალდერვაილელდის შეძენას შეეცდება.

მომზადებულია Telegraph.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ ჩემი გაბრაზება უნდა ნახოთ. სამ ლარს ისე გავისვრი, როგორც არაფერი
elguja
14:06 12-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული