რომან აბრამოვიჩს შეიძლება "ჩელსი" ჩამოართვან

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას "ტაიმსი" ავრცელებს: არაა გამორიცხული, "ჩელსის" მფლობელ რომან აბრამოვიჩზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის სანქციები განხორციელდეს. სპეციალური ზომები აბრამოვიჩისა და სხვა რუსი ბიზნესმენების მიმართ დამუშავების პროცესშია.

2018 წლის იანვარში ბრიტანეთის ხელისუფლებამ მათ ქვეყანაში უძრავი ქონებისა და აქტივების მქონე პირების კაპიტალის წარმომავლობის დადგენის უფლება მიიღო.

იმ შემთხვევაში, თუ რუსი ბიზნესმენები არ ახსნიან თავიანთი კაპიტალის წარმომავლობას, შეიძლება ქონება ჩამოართვან.

რომან აბრამოვიჩი 2003 წლიდანაა "ჩელსის" მფლობელი.