ოფიციალურად: ლონდონის "არსენალი" უნაი ემერიმ ჩაიბარა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

ბასკმა სპეციალისტმა არსენ ვენგერი ჩაანაცვლა, რომელიც "მეთოფეებს" 22 წლის განმავლობაში მოძღვრავდა.

ემერი ბოლოს პსჟ-ში მუშაობდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

მან სამწვრთნელო კარიერა "ლორკაში" დაიწყო, შემდეგ კი "ალმერია", "ვალენსია", მოსკოვის "სპარტაკი" და "სევილია" იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული