ჯო ჰარტი შესაძლოა მანჩესტერში დაბრუნდეს, ოღონდ "იუნაიტედში"

AutoSharing Option
ინგლისური პრესა იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" დავიდ დე ხეას დუბლიორად ჯო ჰარტის დამატება სურს.

31 წლის მეკარე, რომელიც "წითელი ეშმაკების" თანაქალაქელის "სიტის" საკუთრებაა, გასულ სეზონში "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავდა.

ჟოზე მოურინიოს გუნდს ზაფხულში დიდი ალბათობით არგენტინელი კარის დარაჯი სერხიო რომერო დატოვებს და ჰარტიც მის შემცვლელად განიხილება.