"ლივერპული" გამწარებული ეძებს მეკარეს - "ცოტა დაგვიანებით"...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლორის კარიუსის "ჩადენილი გმირობის" შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობა როგორც იქნა, გონს მოეგო და კარგი მეკარის ძებნას შეუდგა.

მერსისაუდული კლუბი უკვე დაუკავშირდა "ბარსელონას" და ჰოლანდიის ნაკრების 29 წლის გოლკიპერის იასპერ სილესენის მიყიდვა შესთავაზა. "ბარსა" ტრანსფერზე თანახმაა, ოღონდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.

თავად სილესენი უკმაყოფილოა უთამაშებლობით და გუნდის გამოცვლა სურს. ის შარშანწინ გადავიდა ასულგრანაში და მას შემდეგ ლა ლიგას მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"წითლები" აგრეთვე "რომას" ბრაზილიელი კიპერის ალისონის ტრანსფერზე მუშაობენ, მაგრამ ეს ცოტა საძნელო საქმეა, რადგან ჯერ ერთი,
ჯალოროსი მის გასხვისებას არ აპირებს, კლუბის სპორტულმა დირექტორმა რამონ როდრიგეს მონჩიმ განაცხადა, რომ უკეთუ ისევ თავად ჩადგება კარში, ვიდრე ალისონს ვინმეს დაუთმობს. და კიდევ, მისი სამსახურით "რეალია" დაინტერესებული.

ამ სიტუაციაში ინგლისურ კლუბს ერთადერთი გამოსავალი აქვს - 100 მილიონი უნდა გადაიხადოს და ფეხბურთელის კონტრაქტი გამოისყიდოს.

მოკლედ, "ლივერპული" საკითხის სასწრაფოდ მოგვარებას ცდილობს, რადგან კარიუსის და სიმონ მინოლეს იმედზე ყოფნა ხეირს არ დააყრის და ამაზე დროზე რომ ეზრუნა, ეგებ ჩემპიონთა ლიგა მოეგო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჟურნალისტებო გთხოვთ ნუ გვიმახინჯებთ ენას, წადით ბიძია და ისწავლეთ თუ არ იცით ეს ქართული, ან აიყვანეთ ქართულის მცოდნე ადამიანი რომ სანამ გამოაქვეყნებთ რამეს გადაიკითხოს და შეგისწოროს.
roma
14:32 31-05-2018
0
სიტყვა უკეთუ არასწორი მნიშვნელობით გაქვთ ნახმარი.
b-52
02:06 31-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული