ფრენკ ლამპარდი "დერბის" მენეჯერად დანიშნეს

AutoSharing Option
"ჩელსის" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლაპარდი "დერბი კაუნტის" მწვრთნელად დაინიშნა.

გასულ სეზონში "დერბიმ" ჩემპიონშიპში მე-6 ადგილი დაიკავა და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში "ფულჰემთან" დამარცხდა, რის შემდეგაც გუნდის მენეჯერი გარი როუეტი გადააყენეს.

ლამპარდი "ვესტ ჰემში", "ჩელსიში", "მანჩესტერ სიტიში" და "ნიუ იორკ სიტიში" თამაშობდა, შარშან თებერვალში დაასრულა ფეხბურთელის კარიერა.