აბრამოვიჩს ბრიტანეთში მუშაობის უფლება არა აქვს და სტადიონის მშენებლობა გადაიფიქრა

AutoSharing Option
"ჩელსის" საიტის ცნობით, კლუბმა ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი გაყინა.

კლუბის პრეზიდენტმა რომან აბრამოვიჩმა ისრაელის მოქალაქეობა მიიღო, რაც ბრიტანეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას კი აძლევს, მაგრამ იქ მუშაობა არ შეუძლია.

ჰოდა, რომან არკადის ძემ გადაწყვიტა, არ დახარჯოს 1 მილიარდი ფუნტი პროექტში იქ, სადაც მუშაობის უფლება არა აქვს.

კლუბი იუწყება, რომ აბრამოვიჩი გუნდს კვლავაც უპატრონებს და ტრანსფერებში ფულს არ დაზოგავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული