მარიო გიოტცეს მსურველთა რიგი დაუდგა

AutoSharing Option
Sky Sports News-ი იუწყება, რომ "დორტმუნდის" ნახევარმცველის, მარიო გიოტცეს დამატება ერთბაშად სამ ინგლისურ გუნდს სურს.

26 წლის გერმანელის მიმართ ინტერესს ლონდონური კლუბები - "არსენალი" და "ვესტ ჰემი", ასევე, ლივერპულის "ევერტონი" იჩენენ.

ამას გარდა, მარიოს სახელს "მარსელსა" და "ვალენსიასაც" უკავშირებენ.

"დორტმუნდი" ფეხბურთელს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, 22 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევა.

altგიოტცე გვარდიოლამ გააკვირვა: კლოპი "მამასავით" იყო, პეპს კი მხოლოდ მოედანი აინტერესებდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
Afsus!!!
Ki .
15:04 14-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული