მარსელო ბიელსამ ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი კლუბი ჩაიბარა

AutoSharing Option
გამოცდილი არგენტინელი მწვრთნელი მარსელო ბიელსა ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადრის, "ლიდსის" მწვრთნელი გახდა.

62 წლის სპეციალისტმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც პრემიერლიგაში გადასვლის შემთხვევაში ავტომატურად გაგრძელდება.

ბიელსას დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. ბოლოს ის სათავეში ფრანგულ "ლილს" ედგა. მას ასევე უმუშავია რომის "ლაციოში", "მარსელში", "ბილბაოსა" და ჩილეს ნაკრებში.

რაც შეეხება "ლიდსს", კლუბი გასულ სეზონში მე-13 ადგილზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული