"მანჩესტერ სიტის" 18 წლის ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა 115-კილოგრამიანი ლოქო დაიჭირა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 18 წლის ნახევარმცველს ფილ ფოდენს ძალიან უყვარს თევზაობა და საზაფხულო შვებულებისას სათევზაოდ ესპანეთში გაემგზავრა.

მან სარაგოსას მახლობლად მეგობრებთან ერთად მდინარეში ითევზავა, უზარმაზარი კობრი და ლოქო დაიჭირა და გახარებულმა ეს სურათები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ფილი განსაკუთრებით ლოქოს წონამ გააკვირვა, რომელიც თბილ მდინარეში ბინადრობს და საკვებიც არ აკლია. ფეხბურთელის მტკიცებით, ერთ-ერთი მათგანი თურმე, 115 კილოგრამს იწონიდა.

ფოდენს "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ყოველკვირეულ ხელფასს კი მალე 20 ათას ფუნტამდე გაუზრდიან.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუშვებდნენ ალბათ, ასეთი ეგზემპლიარების მოსპობა მგონი კანონითაც იკრძალება ესპანეთში. აკოცე, სურათი გადაუღე და გზე დაულოცე სახლისკენ რომ გაუშვებ:)
emigranti
01:42 30-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული