ედენ აზარი: "ჩელსიში" გატარებული 6 შესანიშნავი წლის შემდეგ შესაძლოა, რაღაც ახალი ეტაპის დრო დადგა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილის დაკავებისა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან თავის მომავალზე კომენტარი ლონდონის "ჩელსის" შემტევმა ედენ აზარმა გააკეთა.

"არ ვიცი რა იქნება მომავალში. ინგლისში 6 წელი გავატარე და წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან კარგად ვიასაპრეზე.

არასდროს იცი რას გიმზადებს მომავალი. ახლა დასასვენებლად წავალ და ჩემს მომავალზე დავფიქრდები.

"ჩელსიში" გატარებული 6 შესანიშნავი წლის შემდეგ შესაძლოა რაღაც ახალი ეტაპის დრო დადგა.

არ გადამიწყვეტია კლუბიდან წავალ თუ დავრჩები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას "ჩელსი" მიიღებს", - აღნიშნა აზარმა.

altედენ აზარი: მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობა

დავიმსახურე

alt"ჩელსი" - "ბარსელონას" და "რეალს": გინდათ აზარი? გადაიხადეთ 200 მილიონი