ალისონი "ლივერპულში" გადავა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდება

AutoSharing Option
პოპულარული სპორტული საიტი Talksport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ლივერპულმა" "რომას" ბრაზილიელი მეკარე ალისონის ტრანსფერი შეათანხმა.

სამხრეთამერიკელს ინგლისში სამედიცინო შემოწმების გასავლელად დღეს ელოდებიან.

ის მერსისაიდელებთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდება.

"ლივერპული" მის სანაცვლოდ 67 მილიონ ფუნტს გადაიხდის. აქამდე ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე ჯიჯი ბუფონი იყო, რომელიც "პარმადან" "იუვენტუსში" 46 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა.

alt"რომამ" 4 მილიონ ევროდ ალისონის დუბლიორი იყიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული