"ლივერპულმა" ისევ გაიმარჯვა - ვინ შეაჩერებს იურგენ კლოპის გუნდს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მეორე ტურში "ლივერპულმა" ლონდონში "კრისტალ პალასი" 2:0 დაამარცხა.

გაძლიერებულმა "ლივერპულმა" ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურშიც გაიმარჯვა, ამჯერად სტუმრად "კრისტალ პალასს" სძლია.

მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს, ტაუნსენდმა ბურთი ძელს გაარტყა, მილივოევიჩის უძლიერესი დარტყმული კი ალისონმა მოიგერია. შემდეგ მერსისაიდელთა კლასმა თავისი გაიტანა - ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სალაჰო მოცელეს და ანგარიში პენალტით მილნერმა გახსნა. მან ზედიზედ მერვე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა.

კომპენსირებულ დროში კი მასპინძლებს მეორე გოლი მანემ გაუტანა - მან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სალაჰის გადაცემა მიიღო, მეკარე მოატყუა და
0:2.

აღსანიშნავია, რომ 75-ე წუთზე "კრისტალ პალასი" კაცნაკლული დარჩა, როდესაც სალაჰი მეურვეებს გაექცა და უან-ბისაკამ საჯარიმოს წინ უკანასკნელი იმედის ჯარიმით შეაჩერა.

მიუხედავად წაგებისა, გულშემატკივრებმა თავიანთი გუნდი გასახდელში ოვაციებით გააცილეს.

ლონდონი. "სელჰურსტ პარკი".
კრისტალ პალასი - ლივერპული 0:2
გოლები: მილნერი (45, პენ), მანე (90+3)
გაძევება: უან-ბისაკა (75)

კრისტალ პალასი: ჰენესი, საკო, უან-ბისაკა, ვან ანჰოლტი, ტომკინს, ზაჰა, მილივოევიჩი, მაკარტური, შლუპი (მეიერი 83), ტაუნსენდი (უორდი 79), ბენტეკე (სიორლოტი 70)

ლივერპული: ალისონი, ვან დეიკი, ალეკსანდერ - არნოლდი, რობერტსონი, გომესი, მანე, მილნერი (ჰენდერსონი 67), ვეინალდუმი, კეიტა (ლალანა 87), ფირმინო (სტარიჯი 90+4), სალაჰი

25 აგვისტოს, შემდეგ ტურში "ლივერპული" იმ "ბრაიტონს" მასპინძლობს, რომელმაც "მანჩესტერს" 3:2 მოუგო.

altიურგენ კლოპი: უკეთ თამაში შეგვიძლია
alt"ლივერპულმა" პრემიერლიგა "ვესტ ჰემის" განადგურებით დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველ რიგში შეაჩერებს თავის არასტაბილურობა.
1
ვინ შეაჩერებს და ალბათ ისევ სიტი,მიუხედავად იმისა რომ ლივერპულს ვქომაგობ.
გოჩა
07:50 21-08-2018
0

სიახლეები პოპულარული