ბენჟამინ პავარი შესაძლოა "ლივერპულში" 35 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდეს

AutoSharing Option
"ლივერპული" "შტუტგარტის" მცველით ბენჟამენ პავარის შეძენითაა დაინტერესებული.

22 წლის ფრანგი ფეხბურთელის თამაშს მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პირადად ავირდება.

თუ "შტუტგარტი" 2018/19 წლების სეზონის შედეგებიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება, "ლივერპული" მცველის შეძენას 35 მლნ ევროდ შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ პავარი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი გახდა.

მუნდიალის შემდეგ პავარი მიუნხენის "ბაიერნში" უნდა გადასულიყო, მაგრამ გარიგება ერთი წლით გადაიდო, როგორც ჩანს "ბაიერნს" სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

altმსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესოდ ბენჟამინ პავარის გოლი აღიარეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული