გარეთ საუტგეითი ინგლისური ფეხბურთის სწორხაზოვანი სტილის შეცვლას ცდილობს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ესპანეთთან დამარცხების შემდეგ განვლილი მატჩი ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუტგეითმა შეაფასა და არამარტო შეაფასა, არამედ ინგლისური ფეხბურთის სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. ფეხბურთის სამშობლო ისევე თამაშობს ფეხბურთს, როგორც მეორე მსოფლიო ომის წინ, ის არ იცვლება, პროგრესს არ განიცდის და ამიტომ სანამ საუტგეითი არ ჩაუდგებოდა "სამ ლომს" სათავეში, სანაკრებო პროგრესი არ შეიმჩნეოდა. სწორედ თამაშის სტილის ცვლილებაზე ილაპარაკა მან.

"ესპანელებმა პრესინგს მიმართეს და უმეტესად ბურთს ვერ ვაკონტროლებდით. შეიძლებოდა დიდი ანგარიშით დავმარცხებულიყავით, მაგრამ ბიჭების სასახელოდ უნ
და ითქვას, ბოლო 25 წუთში თამაშში დავბრუნდით და ფრის მიღწევაც შეგვეძლო.

ილუზიებით არ ვიკვებებით, მეტოქემ დაგვჯაბნა. ჩვენ კი მხოლოდ იმ თამაშს ახლა ვიწყებთ, რომლისკენაც ვისწრაფვით. ვცდილობთ კომბინაციურად თამაშს. შეგვიძლია ძველ სტილს დავუბრუნდეთ, მაგრამ ტოპ-გუნდი ვეღარ გავხდებით. მიზნის მიღწევა ძნელია და ამ გზაზე ყოველთვის ყველაფერი არ გამოგვივა.

ესპანეთში ნახევარმცველთა მომზადების საუკეთესო სისტემაა. ის მსოფლიოში საუკეთესოა. ჩვენს ფეხბურთელებს ესპანელებივით თამაში არ შეუძლიათ. მაინც უნდა ვაგოროთ ბურთი.
როდესაც უკეთ ვიქნებით მზად, ჩვენი სისტემა უკეთ იმუშავებს. ამისათვის დრო გვჭირდება. უკვე გავიარეთ საკმაო გზა. უნდა მივყვეთ ჩვენს გეგმას და უკეთესად ვითამაშოთ".

altერთა ლიგა. I ტური: ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისი დაამარცხა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული