ინგლისში მატჩის დაწყებისას მოედნიდან ვერტმფრენით შეუძლოდ მყოფი გულშემატკივარი წაიყვანეს და თამაში ჩაიშალა

AutoSharing Option
ინგლისის 1 ლიგის მე-15 ტურის მატჩი "ბარნსლისა" და "ბერტონს" შორის გადაიდო.

თამაშის დაწყების წინ ერთი გულშემატკივარი შეუძლოდ შეიქნა და პირდაპირ მოედანზე ვერტმფრენი დაეშვა, რომელმაც ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც იუწყებიან, გულშემატკივარს გულის შეტევა დაემართა.