კასპერ შმეიხელი ავიაკატასტროფის დროს "ლესტერის" პრეზიდენტის გადარჩენას ცდილობდა

AutoSharing Option
"ლესტერის" დანიელ მეკარეს, კასპერ შმეიხელს ავიაკატასტროფის დროს კლუბის პრეზიდენტის გადარჩენა სურდა.

თვითმხილველებმა Daily Mail-ს უამბეს, რომ კვირას ფეხბურთელმა სირენის გაგონების ხმაზე სტადიონი დატოვა და კატასტროფის ადგილზე წავიდა: კლუბის პრეზიდენტის ვერტმფრენი სტადიონთან ახლოს დაეცა. პოლიციამ შმეიხელი გამოიყვანა შემთხვევის ადგილიდან, რადგან მას ავიაკატასტროფის ადგილას მისვლა და დახმარების გაწევა სურდა.

"არ მინდა, დეტალებს ჩავეძიო ისევ და ისევ კასპერის გამო. მან საშინელი რამეები ნახა და გადაიტანა. როგორც სხვა ფეხბურთელები, კასპერიც განადგურებულია.. მთელი გუნდი ძალიან დამწუხრებულია", - განაცხადა "მელიების" მთავარმა მწვრთნელმა კლოდ პიელმა.

შეგახსენებთ, რომ
"ლესტერის" მფლობელი 60 წლის პრეზიდენტის ვერტმფრენმა "ლესტერი"-"ვესტ ჰემის" მატჩის შემდეგ ავიაკატასტროფა განიცადა.

alt"ლესტერის" ფეხბურთელების გულისამაჩუყებელი დამშვიდობება კლუბის მფლობელთან [VIDEO]

alt"ლესტერმა" მისი მფლობელის და კიდევ 4 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა

alt"ლესტერის" მფლობელის ვერტმფრენი "ვესტ ჰემთან" ნამატჩევს ჩამოვარდა და დაიწვა [VIDEO]