"ბარსელონა" დავიდ ლუისით ინტერესდება

AutoSharing Option
"ბარსელონა" ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველის, დავიდ ლუისის გადაბირებას იანვარში შეეცდება, - იტყობინება Mundo Deportivo.

კატალონიურ კლუბს ცენტრალური დაცვის პოზიცია გასაძლიერებელი ჰყავს. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობა გამოცდილ კადრს ეძებს და  ბრაზილიელ ფეხბურთელს იდეალურ ვარიანტად განიხილავს.

პსჟ-ის ყოფილ მცველს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და არც გახანგრძლივებას ჩქარობს. ამიტომ, როგორც ესპანური გამოცემა იუწყება, დავიდ ლუისის ზამთარში გაყიდვას "ჩელსიც" ეცდება, რათა ზაფხულში უფასოდ არ დაკარგოს.

ბრაზილიელი ლონდონელთა ღირსებას 2011-14 წლებშიც იცავდა. შემდეგ იყო პსჟ-ში, საფრანგეთიდან კი უკან 2016 წელს დაბრუნდა და პრემიერლიგაში
ჩატარებულ 54 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.


alt"ნაპოლიმ" "ჩელსის" დავიდ ლუისის ტრანსფერის თაობაზე წინადადებით მიმართა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული