70 ქალი, ნარკოტიკი, ალკოჰოლი.. - The Sun "არსენალის" ვარსკვლავების წვეულების კადრებს აქვეყნებს [VIDEO]

AutoSharing Option
ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა აჩვენა, თუ როგორ ემზადებოდნენ ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები სეზონისთვის.

"მანჩესტერ სიტისთან" მატჩამდე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა ლონდონში დიდი წვეულება მოაწყო.

წყარო ამტკიცებს, რომ წვეულებაზე 12 ფეხბურთელი 70 ქალთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო მაგიდაზე 30 ათასი ფუნტის ალკოჰოლური სასმელები იყო: არაყი, შამპანური და ვისკი.

გარდა ამისა, გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ ისუნთქავენ ოქსიდის აზოტს ბუშტებიდან ალექსანდრ ლაკაზეტი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მესუთ იოზილი, სეად კოლაშინაცი და მატეო გენდუზი.

აღნიშნული გაზი მსუბუქი ნარკოტიკული აქტიურობით გამოირჩევა. მცირე დოზების მიღება თრობის მდგომარეობას და ძილიანობას იწვევს. დიდი
დოზებით მიღებამ კი შესაძლოა კოორდინაციის პრობლემები, ინფარქტი და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.


"მათ გაზიანი ბუშტები ტომრებით მოჰქონდათ და არ ჩერდებოდნენ. არასდროს მინახია მსგავსი რამე. ზოგიერთი გონებსაც კი კარგავდა, აი, როგორც ხუჭუჭა, კულულებიანი ბიჭი", - ციტირებს The Sun-ი წვეულების ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც გამოცემის წყაროა.

ბიწი ხუჭუჭა კულულებით გენდუზია. რამდენიმე დღის წინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში მარუან ფელაინიმ მატეოს თმაზე მოქაჩა, გენდუზიმ კი ხუმრობით თქვა, ჩემი შურსო.

altგენდუზი: ფელაინის ჩემი თმების შურს და ამიტომ მომქაჩა

ვიდეოში ასევე ჰენრიხ მხითარიანი და შკოდრან მუსტაფიც ჩანან, მაგრამ ისინი აღნიშნულ გაზს არ მოიხმარდნენ.

იმისთვის, რომ კადრები მედიაში არ მოხვედრილიყო, ფეხბურთელებმა წვეულების ყველა მონაწილეს ტელეფონების ჩაბარება მოსთხოვეს, თუმცა ფარულ კამერებზე არ უფიქრიათ.

Sportall.Ge

ლონდონის "არსენალის" პრესსამსახურმა უკვე გაავრცელა სპეციალური განცხადება, The Sun-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებთან დაკავშირებით.

"კლუბი ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნულ ინციდენტზე ისაუბრებს და შეახსენებს მათი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ "არსენალის" წინაშე", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" პრემიერლიგა 2 მარცხით დაიწყო. "მეთოფეები" ჯერ "სიტისთან" (0:2), შემდეგ კი "ჩელსისთან" (2:3) დამარცხდნენ. ამის შემდეგ უნაი ემერის გუნდმა 20-მატჩიანი წაუგებელი სერია მოაწყო და 15 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა. 8 დეკემბერს ის "ჰადერსფილდს" უმასპინძლებს.


altდენი უელბეკი "არსენალს" ზაფხულში უფასოდ დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთების საბლატაო არსად არის.
Maxi
23:01 08-12-2018
0
რატომ გგონიათ რომ სპორტსმენი აუცილებლად ასკეტივით უნდა ცხოვრობდეს?
ჰაჰა
10:50 08-12-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული