კინი: ფეხბურთელები მოურინიოს ზურგსუკან იყვნენ ამოფარებულნი და შემდეგ ავტობუსის ქვეშ შეაგდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა გუნდის მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გადაყენებაზე გააკეთა კომენტარი.

"თქვენც ეჩხუბებოდით ამ ფეხბურთელებს, რადგან გაძღნენ, არ ვარჯიშობენ და სათანადოდ არ თამაშობენ. ეს სამარცხვინოა. მოურინიოს დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ, მაგრამ ვერ ვიტან ფეხბურთელებს, რომლებიც აგენტებისა და ნაცნობი ჟურნალისტების ზურგს ეფარებიან.

ეს უბრალოდ სასაცილოა. მათ მკვლელობა შერჩათ. ფეხბურთელები მოურინიოს ზურგსუკან იყვნენ ამოფარებულნი და შემდეგ ავტობუსის ქვეშ შეაგდეს", - ციტირებს კინს BBC.

ასევე დაგაინტერესებთ