პეპ გვარდიოლა: ყველა თამაში ფინალის ტოლფასია

AutoSharing Option
"ლივერპულთან" მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კმაყოფილი იყო საკუთარი მოთამაშეებით.

როგორც კატალონიელმა სპეციალისტმა თქვა, ახლა მისი გუნდისთვის ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია.

"ვიცოდით, რომ თუ მოვიგებდით, ტიტულისთვის ბრძოლას გავაგრძელებდით, მაგრამ თუ ვერ გავიმარჯვებდით - ყველაფერი დასრულდებოდა. ტიტულისთვის არაერთი კლუბი იბრძვის. ამიტომ ყველა შეხვედრა ფინალის ტოლფასია. "ლივერპული" კვლავ ლიდერია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სხვაობა 4 ქულამდე შევამცირეთ. იურგენი არ დამეთანხმება, თუმცა ეს შედეგი პრემიერლიგისთვისაც კარგია" - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

გათამაშებას 54 ქულით "ლივერპული" ლიდერობს, რომელსაც 50 ქულით "მანჩესტერ
სიტი" და 48 ქულით "ტოტენჰემი" მოჰყვებიან.

altმანჩესტერ სიტიმ ლივერპული დაამარცხა და მასთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა [VIDEO]