ვილიანმა ჩინებული გოლი გაიტანა, აქებენ და "ბარსელონაში" გადასვლას არ აპირებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 იანვარს, პრემიერლიგის 22-ე ტურში "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "ნიუკასლი" 2:1 ვილიანის დიდებული გოლით დაამარცხა.

ნამატჩევს მან თქვა, რომ გაზეთებს არ კითხულობს, "ბარსელონას" მისადმი ინტერესზე მხოლოდ ახლა გაიგო ჟურნალისტებისაგან და გუნდის გამოცვლას არ გეგმავს.

შეგირდი აქო "არისტოკრატთა" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ:

"ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გუშინაც ვთქვი პრესკონფერენციაზე, რომ უნდა დარჩეს. პედროსთან ერთად "ჩელსის" მთავარი მოთამაშეა. ჰადსონ-ოდოიც მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება. როდესაც აზარი თავდამსხმელის პოზიციაზეა, ვინგერები გვჭირდება. ამიტომ გვჭირდება პედრო, ჰადსონ-ოდოი და ვილიანი. მოცემულ მომენტში ვილიანი ჩვენი მთავარი ფეხბურთელია".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსას აღარ სჭირდება, ამდენი ფეხბურთელების დამატება, ისედაც გადატენილია სათადარიგო სკამი.
იუზა
13:04 13-01-2019
0
პედროს გოლს რა დაეწუნება
სარი
03:16 13-01-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული