ინგლისელ ფეხბურთელს 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. რიჩარდსმა მუხლის ტრავმა "ვულვზთან" მატჩში მიიღო და მას შემდეგ დაზიანების მოშუშება ვერ მოახერხა.
ის "მანჩესტერ სიტის" აკადემიის აღზრდილია და სწორედ ამ კლუბის რიგებში თამაშობდა 9 წლის განმავლობაში, შემდეგ კი ერთი წელი იჯარის წესით "ფიორენტინაში" გაატარა.
მიკა რიჩარდსმა 18 წლის ასაკში რიო ფერდინანდის რეკორდი მოხსნა და ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა
ინგლისელ ფეხბურთელს პრემიერლიგაში 204 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 7 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მას "სიტისთან" ერთად პრემიერლიგა ორჯერ აქვს მოგებული.