ინგლისის ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მოთამაშე კარიერას 30 წლის ასაკში ასრულებს

AutoSharing Option
30 წლის მცველი მიკა რიჩარდსი, რომელიც დღეს "ასტონ ვილას" ფეხბურთელია, კარიერის დასრულებას გეგმავს - მან ამის შესახებ ოჯახსა და მეგობრებს უკვე აცნობა.

ინგლისელ ფეხბურთელს 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. რიჩარდსმა მუხლის ტრავმა "ვულვზთან" მატჩში მიიღო და მას შემდეგ დაზიანების მოშუშება ვერ მოახერხა.

ის "მანჩესტერ სიტის" აკადემიის აღზრდილია და სწორედ ამ კლუბის რიგებში თამაშობდა 9 წლის განმავლობაში, შემდეგ კი ერთი წელი იჯარის წესით "ფიორენტინაში" გაატარა.

მიკა რიჩარდსმა 18 წლის ასაკში რიო ფერდინანდის რეკორდი მოხსნა და ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა
მცველი გახდა.

ინგლისელ ფეხბურთელს პრემიერლიგაში 204 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 7 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მას "სიტისთან" ერთად პრემიერლიგა ორჯერ აქვს მოგებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული