პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და უპირატესობას სტუმარი გუნდი ფლობდა, თუმცა მასპინძლები მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე გააქტიურდნენ და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.
47-ე წუთზე ჯოშუა კინგმა დევიდ ბრუქსის პასის შემდეგ უძლიერესი დარტყმით აიღო მეტოქის კარი. 63-ე წუთზე მოთამაშეებმა როლები გაცვალეს და ამჯერად ბრუქსმა გაიტანა ნორვეგიელის გადაცემის შემდეგ.
11 წუთში, სტანისლასის პასის შემდეგ კვლავ კინგმა გაიტანა და დუბლი გაიფორმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე კი დენიელსმა სხვაობა ოთხამდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა ლონდონელთა არგენტინელ თავდამსხმელ გონსალო იგუაინს. მან მოედანზე 65 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში კარში არ დაურტყამს.
ბორნმუთი. "ვითალითი სთედიუმი". 10 227 მაყურებელი
ბორნმუთი - ჩელსი 4:0
გოლები: 1:0 კინგი (47), 2:0 ბრუქსი (67), 3:0 კინგი (74), 4:0 დენიელსი (90+5).
"ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ლესტერი" ვერ დაამარცხა [VIDEO]
"ნიუკასლმა" "მანჩესტერ სიტის" მოუგო და "ლივერპულს" საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]