ფეხბურთელია თუ ყასაბი? - სახეზე დარჩა იარა, ტაირონ მინგსმა გადაუარა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიპის 30-ე ტურში "ასტონ ვილასთან" მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო "რედინგის" ნახევარმცველმა ნელსონ ოლივეირამ.

პორტუგალიელს სახეში ბუცი მეტოქე გუნდის მცველმა ტაირონ მინგსმა ჩაარტყა, ცხვირი გაუტეხა, შუბლზე ნაიარევი დაუტოვა და ბოდიში მოუხადა.

სხვათა შორის, 2017 წელს მან თავში ფეხი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩაარტა და მაშინ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ოლივეირა საავადმყოფოში გადაიყვანეს და სახეზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.

ის "რედინგში" "ნორვიჩიდანაა" განათხოვრებული, ადრე კი "ბენფიკაში" თამაშობდა.
ასევე დაგაინტერესებთ