"მანჩესტერი" ოლე-გუნარ სოლსკიაერს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს - დაიმსახურა!

AutoSharing Option
""სანის" ცნობით, "მანჩესტერის" მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს, ოლე-გუნარ სოლსკიაერს სეზონის დასრულებისთანავე ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ და მწვრთნელად დანიშნავენ.

კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდში დატოვების გადაწყვეტილება.

"მანიუს" თანამფლობელები ჯოელ და აბრამ გლეიზერები დარწმუნებულნი არიან, რომ სოლსკიაერი დაკისრებულ მოვალეობას თავს კვლავაც წარმატებით გაართმევს.

აბრამ გლეიზერი "ფულჰემთან" მატჩის საყურებლად სპეციალურად ჩავიდა აშშ-დან ლონდონში და შემდეგ ესაუბრა სოლსკიაერსა და მის აგენტს, ჯიმი სოლბაკენს.

ოლე-გუნარმა "იუნაიტედი" 20 დეკემბერს ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებული 11 მატჩიდან 10 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კი ნამდვილად დაიმსახურა :** წარმატებები მანიუს და სოლსკიაერს
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული