პოლ სკოულზმა მეოთხე დივიზიონის გუნდი ჩაიბარა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ სკოულზი სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

მან მე-2 ლიგის (რანგით მე-4 დივიზიონია) "ოლდჰემ ატლეტიკი" ჩაიბარა, რომელმაც 1.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

მისი თანაშემწე ამავე გუნდის ყოფილი მწვრთნელი მაიკ პრისტი იქნება.

სკოულზი ბავშვობიდან "ოლდჰემის" გულშემატკივარი იყო. ის ამ გუნდის მატჩებს "მანიუში" თამაშის პერიოდშიც უყურებდა.

"ოლდჰემი" 30 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული