"ჩელსის" მენეჯერს მაურისიო სარის წყალი აქვს შეყენებული

AutoSharing Option
Sport Mediaset-ი ამტკიცებს, რომ "ჩელსის" მენეჯერს მაურისიო სარის მოხსნას უპირებენ.

გამოცემა ირწმუნება, რომ კლუბის პრეზიდენტი რომან აბრამოვიჩი "მანჩესტერ სიტისთან" განადგურების (0:6) შემდეგ, მის გადაყენებას გეგმავს.

ვარაუდობენ, რომ სარის მისი თანამემამულე ჯანფრანკო ძოლა შეცვლის, რომელიც ადრე ამავე გუნდში თამაშობდა. მაურისიოს სამუშაოდან დათხოვნის შემთხვევაში ძოლას გუნდს დროებით, სეზონის ბოლომდე ჩააბარებენ.

სარი "არისტოკრატებს" სათავეში ზაფხულში ანტონიო კონტეს გადაყენების შემდეგ ჩაუდგა და 26 ტურის შემდეგ ეს გუნდი 50 ქულით მე-6 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ან რა ნახეს ამ სარიში ასეთი, დიდის ამბით რომ მოიყვანეს? რითი იყო კონტეზე უკეთესი ?
:))))
00:43 12-02-2019
0
კარგად ტუ მიაქცევენ ყურადღებას,რატომღაც მგონია რომ.ჩელსი ამბოლოს სისტემატურად ყიდის ტუ ჩუქნის ტამაშებს ეგუკვე არვიცი..ფაქტია რომ.კიარუგებენ აგებს
ეუჰჰ
17:32 12-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული