საუდის არაბეთის პრინცი "მანჩესტერის" 3.8 მილიარდ ფუნტად შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი "მანჩესტერის" 3.8 მილიონ ფუნტად შეძენას აპირებს.

თურმე, ბინ სალმანს "მანიუს" ყიდვა ახალი სეზონის დაწყებამდე სურს. თუ მხარეები შეთანხმდნენ, "იუნაიტედის" ამჟამინდელი მფლობელები, ამერიკელი ბიზნესმენები გლეიზერები 2.2 მილიარდ ფუნტს მოიგებენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლეიზერები "მანჩესტერის" გაყიდვას არ აპირებენ, თუმცა წინადადება იმდენად მაცდუნებელია, რომ არაა გამორიცხული, დათანხმდნენ კიდეც.

მანკუნიანური გუნდი 26 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 14 ქულით ჩამორჩება.

ასევე დაგაინტერესებთ