ვან დეიკი: 16 წლის ასაკში ნელი მარჯვენა მცველი ვიყავი, ახლა მსურს "ლივერპულის" ლეგენდა გავხდე

AutoSharing Option
BBC-სთან საუბრისას "ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ მას მერსისაიდელთა ლეგენდობა სურს.

ჰოლანდიელმა საკუთარი ბავშვობაც გაიხსენა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იწყებდა კარიერას.

"16 წლის ასაკში ნელი მარჯვენა მცველი ვიყავი და ცენტრალურ მცველად თამაში არ გამომდიოდა. მნიშვნელოვანი ფიგურა არასდროს ვყოფილვარ, სანამ ჰოლანდიის 19-წლამდელთა გუნდის კაპიტანი არ გავხდი. შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა.

ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი ვარჯიშებსა და თამაშებზე. როცა დეკემბერში დამირეკეს და მითხრეს, რომ შეთანხმება მიღწეული იყო და "ლივერპულთან" უნდა მესაუბრა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. 2017 წელს კარდიფში ჩემპიონთა ლიგის
ფინალს დავესწარი. "ლივერპულის" უამრავი გულშემატკივარი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდნენ, რომ მათ რიგებში გადავსულიყავი. მინდა მომავალში კლუბის ლეგენდა გავხდე. მინდა აქ განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწიოთ" - განაცხადა ვან დეიკმა.

ჰოლანდიელი მცველი "წითლების" ფეხბურთელი 2018 წლის ზამთარში სარეკორდო თანხად, 75 მილიონ ფუნტ სტერლინგად გახდა.

alt ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: რიბერის მე-100, "ლივერპულის" მე-20 [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჭვიც არ მეპარება რომ ლეგენდა გახდები :** ჩემთვის პირადად ერთ-ერთი საუკეთესო ხარ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული