"არისტოკრატთა" ესპანელმა კიპერმა შეხვედრის ბოლოს ტრავმა მიიღო, სარი კი მოედანზე მის მაგივრად ვილი კაბალიეროს შეშვებას აპირებდა. კეპამ მოედნის დატოვება იუარა და საბოლოოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში გუნდის კარს თავად იცავდა.
"გაუგებრობა მოხდა და რეალური ამბავი მაშინ გავიგე, როდესაც ექიმები სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდნენ. კეპა მიხვდა, რომ ფიზიკური პრობლემების გამო ვცვლიდი, მას კი ასეთი პრობლემა არ ჰქონდა. შესაბამისად, ის სწორად მოიქცა და მართალია." - განაცხადა
ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, საბოლოოდ გამარჯვება კი თერთმეტმეტრიანების სერიაში "მანჩესტერ სიტის" დარჩა.